Saturday, October 15, 2016

დღე-9

Intel-ის სასწავლო კურსი დასასრულს მიუახლოვდა,  დღევანდელი დასკვნითი ეტაპი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი რადგან, შეჯამდა პროექტის და ტრენინგის თითოეული დეტალი მოხდა მოდულის შეჯამება,
Intelis  სასწავლო პროექტი დამეხმარა გამეგო რა იყო სინამდვილეში ნამდვილი პროექტი მომცა სტიმული გავაკეთო არაერთხელ და ორჯერ არამედ მეტჯერაც ჩემს მოსწავლეებთან რადგან ისინიც დიდი მოტივაციით ჩაერთვნენ პროცესში, ასე რომ დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ გვანცა სალიას რადგან დაუღალავად შრომობდა ჩვენთვის

Sunday, October 2, 2016

დღე -8

დღევანდელი დღის თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიების,მოცემულ მოდულში განვიხილეთ როგორ  შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას  ასევე შევქმენით დოკუმენტი, ჩემი ნაშრომი შევკარი და ჩავაშენე  Blogger  - ზე

Saturday, October 1, 2016

დღე 7

ტრენინგზე დეტალურად განვიხილეთ შეფასების ფორმები და მეთოდები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები, ტრენერთან ერთად ვიმუშავეთ რუბრიკებისა  ადაპტირებაზე. ასევე, ვიმსჯელეთ  თუ როგორ შეიძლება თვით მოსწავლეთა ჩართვა ნაშრომთა შეფასების პროცესში. შედეგად, კარგად დავინახეთ თუ რა ცვლილებები შეტანის აუცილებლობა იყო ჩვენს ნამუშევრებში მათი  კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით.